მიხეილ სააკაშვილი ქართველი ხალხის ინტერესებისგან შორს მდგომ პოლიტიკას ახორციელებს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა გაზეთ "არგუმენტი ი ფაქტი"-ს განუცხადა.
მისი თქმით, არ შეიძლება თბილისის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასა და ქართველ ხალხს შორის პარალელების გავლება.
"რუსეთისა და საქართველოს მრავალეროვანი ხალხები ერთმანეთთან განუყოფლად არიან დაკავშირებულნი. სააკაშვილი ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებისგან შორს დგას. სულ უფრო მეტი ქართველი ჯარისკაცი მიდის სხვა ქვეყნებში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის. საქართველოს ტერიტორიაზე ამზადებენ პირებს რუსეთში ტერაქტების განსახორციელებლად", - განაცხადა პატრუშევმა.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკაში ნეგატიური პროცესები მიმდინარეობს.
"იზრდება საგარეო ვალის მოცულობა, მატულობს ინფლაცია. ადგილობრივ
მოსახლეობას აწვდიან დეზინფორმაციას, მათ შორის 2008 წლის აგვისტოში სამხედრო მოქმედებების შესახებ. ამაში დახმარებას რიგი უცხოური მედიასაშუალებებიც უწევენ", - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.