მეცნიერები შიშობენ, რომ ბიოჰაკერები ადამიანის ტვინს "გატეხავენ"

მეცნიერები შიშობენ, რომ ბიოჰაკერები ადამიანის ტვინს "გატეხავენ"

ბიოლოგიის ერთ-ერთმა ახალმა მიმართულებამ - სინთეტურმა ბიოლოგიამ - შესაძელოა, ახლო მომავალში ადამიანის ცხოვრებაზე სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს. ამასთან, ეს ზეგავლენა შეიძლება იყოს როგორც პროგრესული, ასევე ძალიან სახიფათოც: მისი წყალობით ბიოლოგიური ჰაკერებს ადამიანის ტვინის ”გატეხვის" საშუალება მიეცემათ, შიშობენ დასავლელი მეცნიერები.

"ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ტექნოლოგიაა. უჯრედები ხომ მინი კომპიუტერებია, ხოლო დნმ - პროგრამირების ენა", - წერს The Daily Mail და Singularity University-ს თანამშრომლის ენდრიუ ჰესელის სიტყვები მოჰყავს.

”სინტეთური ბიოლოგია აუცილებლად უნდა ექვემდებარებოდეს კონტროლს, -აღნიშნავს ენდრიუ ჰესელი - ბოროტმოქმედების ხელში ეს ტექნოლოგია სახიფათო იარაღად იქცევა. მეცნიერების აზრით, დამნაშავეებს შეეძლებათ ისეთი მიკროორგანიზმების შექმნა, რომლებიც "გატეხავენ" ადამიანს ტვინს და მისი გონების მართვის შესაძლებლობას მისცემენ. ანალოგიური პროცესი ინტერნეტში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს: ჰაკერი აგზავნის ვირუსს, რომელიც "ტეხავს" კომპიუტერს და მართავს მას”.

სინტეთური ბიოლოგია - გენური ინჟინერიის ახალი მიმართულებაა. მისი მიზანი არის პრინციპულად ახალი, გაუმჯობესებული ცოცხალი სისტემების შექმნა. პროგრამირებული ორგანიზმების ქცევა, თავისებურები და ფუნქციები, შექმნის პროცესშივე იქნება გათვლილი. ამ სფეროში მომუშავე მეცნიერები აპირებენ შექმნან გენეტიკური ბანკი, რომელშიც სხვადასხვა დნმ-ის ნაწილაკები იქნება განთავსებული. ფრაგმენტების შეერთებით შესაძლებელი იქნება საჭირო ბიოლოგიური სისტემების შექმნა. თუმცა, ჯერჯერობით, ადამიანის მოდიფიცირებაზე საუბარი არ არის და სინტეთური ბიოლოგია პირველ რიგში, შეიძლება ფარმაკოლოგიის სფეროში გამოიყენონ. ასე მაგალითად, მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება აუცილებელი პრეპარატებისთვის "საჭირო" ბაქტერიების შექმნა.

თუმცა, სკეპტიკოსთა აზრით, მეცნიერების ეს მიმართულება, დღეს ისევე უტოპიურად მიიჩნევა, როგორც - ჰაკერობა 80-ან წლებში. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რა მასშტაბებს მიაღწევდა კიბერტერორიზმი.

სინტეთიკური ბიოლოგიის მომავალს დრო გვიჩვენებს, თუმცა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგმულია: 2010 წლის მაისში ამერიკელმა მკვლევარმა, ბიოლოგმა და ბიზნესმენმა კრეიგ ვენტერმა განაცახდა, რომ კომპიუტერის მეშვეობით მსოფლიოში პირველი სინტეთური უჯრედი შექმნა.

მომზადებულია newsru.com-ზე დაყრდნობით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)