"ამათი ზღაპრების გებელსსაც კი შეშურდებოდა"

"ამათი ზღაპრების გებელსსაც კი შეშურდებოდა"

კახი კალაძემ, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე საზოგადოებას ამცნო, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები დატოვა, ფეხბურთის ფედერაციის საყვედური "დაიმსახურა". რატომ გახდა კალაძე ივანიშვილის "ქართული ოცნების" სახე და რას მიიჩნევს 2011 წლის მთავარ მოვლენად ფეხბურთში, პოლიტიკაში, ბიზნესსა თუ ოჯახში? - ფეხბურთელი, რომელიც ხელისუფლებას დიდი ხანია თვალში აღარ მოსდის, ექსკლუზიურად "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- ვფიქრობ, 2011 წელი საკმაოდ მძიმე იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ ვცხოვრობ, თვეში ერთი-ორჯერ მაინც ვახერხებ ჩამოსვლას და ვხედავ, როგორ მძიმდება ყოველწლიურად ქართველი ხალხის ყოფა, უმუშევართა და ქვეყნიდან გამსვლელთა არმია იზრდება. ბიზნესი არასახარბიელო, უფრო მეტიც, უმძიმეს მდგომარეობაშია, რისი დასტურიც "ქართუ ბანკსა" და "პროგრეს ბანკზე" არნახული შეტევაა.

2011 წლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად კი მიმაჩნია ცნობილი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, დაუპირისპირდეს მმართველ რეჟიმს. 2011 წელს, მე, როგორც სპორტსმენმა, საფეხბურთო ნაკრებიდან წამოსვლის შესახებ საკმაოდ რთული გადაწყვეტილება მივიღე. არ არის ადვილი, წამოხვიდე იქიდან, სადაც 15 წლის განმავლობაში თამაშობდი.

- რას გვეტყვით იმ აჟიოტაჟზე, რაც ეროვნული ნაკრებიდან თქვენს წამოსვლას მოჰყვა? საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ეს უპირველესად ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის უნდა გეცნობებინათ. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები კი არაერთგვაროვანი იყო: ზოგმა თქვა, ეროვნული ნაკრები ზურაბ ნოღაიდელის პარტია არ არის, რომ ასე დატოვოო, ზოგიერთმა კი ბრძანა, რომ უკვე ასაკიც აღარ გიწყობდათ ხელს.

- ძალიან სასაცილო სიტუაციაში ჩაიგდეს თავი. ზოგიერთმა ვითომ სპორტის მესვეურმა, სინამდვილეში კი გაურკვეველი პროფესიის ადამიანმა, "მორალის" კითხვა დამიწყო, მაშინ როცა დაავიწყდათ მთავარი, - ის, რომ მე და საზოგადოდ ყველა სპორტსმენი ხალხის სამსახურში ვდგავართ და ანგარიშსაც გულშემატკივრებს ვაბარებთ. დანარჩენი ვიწროჩინოვნიკური გაგების ხალხის პატივმოყვარეობაა. ბოდიში, მაგრამ მათი აზრი, უფრო სწორად, უაზრობანი, ნაკლებად მაინტერესებს.

- თქვით, რომ საქართველოში ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია. გვახსოვს, "არსენალ სითის" ჩავარდნილი პროექტიც... რა ჯარიმები დაგეკისრათ ამის გამო და რამდენი გმართებთ დღეს სახელმწიფოსი?

- ეს პროექტი არ ჩავარდნილა, მაგრამ... ომი ათი დღის დამთავრებული იყო, როდესაც თანხის გადახდის გადავადება მოვითხოვეთ, ეკონომიკის სამინისტრომ კი არ გაითვალისწინა არსებული ფორსმაჟორული ვითარება და დაგვაკისრა ყოველდღიურად საურავი - 19 ათასი დოლარის ოდენობით. ამჟამად, თუ არ ვცდები, ჯარიმამ 16 მილიონ დოლარს მიაღწია. ამასთან, მიწა, რომელიც ვიყიდე სახელმწიფოსგან, საპატრიარქოს საკუთრება ყოფილა(?!). ამის შემდეგ კიდევ აქეთ გვედავებიან და გვადანაშაულებენ უსირცხვილოდ და უზარმაზარ ჯარიმებს გვაკისრებენ.

იხილეთ ვრცლად

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"