იტალიაში ქურდობაში ბრალდებული სამი ქართველი დააკავეს

იტალიაში ქურდობაში ბრალდებული სამი ქართველი დააკავეს

იტალიაში ქურდობის ბრალდებით სამი ქართველი დააკავეს. იტალიელმა სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად დაკავებულების საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლსასროლი იარაღები და სპეციალური ხელსაწყოები ამოიღეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ბინების ძარცვის დროს იყენებდნენ.

საქმეს იტალიის პროკურატურა იძიებს, მიმდინარეობს დაკავებულთა იდენტიფიცირება. სპეცოპერაცია იტალიელმა სამართალდამცველებმა სამი დღის წინ, პულის რეგიონში ჩაატარეს.

იტალიაში საქართველოს კონსულის განცხადებით, ბოლო დროს იტალიაში სპეცოპერაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და დაკავებულთა შორის მოხვდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

იტალიაში ქართველების დაკავების შესახებ ინფორმაცია ქართული ტელეკომპანიებით გავრცელდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ