მალე კომპიუტერებს ჩავიცვამთ კიდეც

მალე კომპიუტერებს ჩავიცვამთ კიდეც

მალე კომპიუტერის ტანზე მორგება, ანუ ჩაცმაც შესაძლებელი იქნება. იტალიელმა, ფრანგმა და ამერიკელმა ნანოტექნოლოგებმა ბამბის ქსოვილის ტრანზისტორებად და ელექტროსადენებად გარდაქმნის ხერხი გამოიგონეს. ამ გარდაქმნას იმდენივე დრო ჭირდება, რაც ნატურალური ტილოს ქსოვილის შეღებვას. ამ კონცეფციის წარმატებით ათვისების შემთხვევაში, ჩასაცმელი კომპიუტერების სერიული წარმოება ახლო მომავალში შესაძლებელი იქნება. 

მეცნიერებმა უკვე დაამზადეს დაბალვოლტიანი ორგანული ელექტროქიმიური ტრანზისტორები. ამისათვის ბამბის ძაფებზე ოქროს ნანონაწილაკები განათავსეს, შემდეგ კი ამ ძაფებისგან ქსოვილი დაამზადეს. ის ჩვეულებრივ მაისურის ქსოვილთან შედარებით, ნაკლებად ელასტიკურია, სამაგიეროდ უფრო მოხერხებული სატარებელია, ვიდრე ზოგიერთი სპეცდანიშნულების ფორმა. ტრანზისტორებით დატვირთული ქსოვილი ასობით ერთმანეთში ჩაწნული ძაფისგან შედგება. ნანოტექნოლოგების ახალი გამოგონება ქსოვილის ნაკუწსაც კი კომპიუტერულ მატრიცად აქცევს. 

რამდენად უსაფრთხოა ჩასაცმელი კომპიუტერის სხეულზე მორგება, ამის შესახებ სპეციალისტები ჯერჯერობით არაფერს ამბობენ.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)