პატრიარქმა მრევლს დღევანდელი დღესასწაულები მიულოცა

პატრიარქმა მრევლს დღევანდელი დღესასწაულები მიულოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ მრევლს დღევანდელი დღესასწაულები მიულოცა .

როგორც პატრიარქმა სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა, დღეს არის ღვთისმშობელ მარიამის დღესასწაული, რომელსაც ეწოდება კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა.

"ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს, რაც ცნობილია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ, დღეს ვიხსენებთ და თაყვანს ვცემთ ღვთისმშობელს. ღვთისმშობელი დედა სულიერი ჭურჭელია, რომელმაც მოსდრიკა ცანი და ამ მოდრეკილი ციდან გარდამოვიდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე", - ბრძანა პატრიარქმა.

დღესვე, მართლმადიდებელი ეკლესია იოსებ მართლის, მეფე დავით წინასწარმეტყველისა და იაკობ მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

უწმინდესმა მრევლს დღესასწაულები მიულოცა.

"მათი ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს",- ბრძანა პატრიარქმა.

დღესვე ილია მეორემ ტრადიციულად რამდენიმე გვარი დალოცა, მათ შორის მდივნიშვილები, მიქაიები, კუჭაშვილები, ესიტაშვილები, ყურუები და თორდინავები და ისურვა, ამ გვარებიდან თვალსაჩინო და სახელოვანი შვილები გამოვიდნენ.

დღესვე დაილოცა სკოლა "გერგეტი", რომლის დირექტორებიც არიან ლია კობაიძე და ლინა ხარაზიშვილი.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა 1951 წელს რეპრესირებული მართლმადიდებელი ქრისტიანების სულები უფალს შეავედრა და მათი შთამომავლები დალოცა.

უწმინდესმა მრევლს ასევე შეახსენა, რომ ამიერიდან სადღესასწაულო წირვა დილის 10:00 საათზე, ხოლო ლოცვა 18:00 საათზე დაიწყება, არასადღესასწაულო წირვა-ლოცვა კი ისევ ჩვეულებისამებრ, 09:00 და 17:00 საათებზე.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"