მოსკოვთან ახლოს ქართველმა ძმებმა რუსი "თოვლის ბაბუა" მოკლეს

მოსკოვთან ახლოს ქართველმა ძმებმა რუსი "თოვლის ბაბუა" მოკლეს

მოსკოვთან ახლოს ქართველმა ძმებმა რუსი "თოვლის ბაბუა" მოკლეს. ამის შესახებ "მასკოვსკი კომსომოლეცი" წერს.

მოსკოვთან ახლოს მდებარე ორეხოვო-ზუევის მცხოვრები, 30 წლის დიმიტრი და მისი მეუღლე 29 წლის ევგენია ახალი წლის მისალოცად ნაცნობთან მივიდნენ. დიმიტრის თოვლის ბაბუას კოსტიუმი ეცვა, ევგენიას კი ფიფქიასი. მათ თან ჰყავდათ 7 წლის ქალიშვილი. ოჯახი ახალი წლის მოსალოცად ურიცკის ქუჩაზე მცხოვრებ ნაცნობ, ვინმე სვეტლანას ესტუმრნენ.

ძიების ინფორმაციით, ბინაში მასთან ერთად საქართველოს მკვიდრი, უმუშევარი, 30 წლის შავლეგ გოშაძე და დღესასწაულზე სტუმრად ჩასული მისი 27 წლის ძმა – კობა იმყოფებოდნენ. შეკრებილები ახალ წელს აღნიშნავდნენ და სპირტიან სასმელებს სვამდნენ.

"დიმიტრის არ მოეწონა, როგორ უყურებდა კობა მის მეუღლეს. იგი დარწმუნებული იყო, რომ "ფიფქიას" ეარშიყებოდნენ. დაიწყო კამათი, შავლეგმა ძმის დაცვა სცადა. დიმიტრიმ ევგენიას სთხოვა, შვილი სახლში წაეყვანა, თავად კი სვეტლანას ბინაში საქმის "კაცურად" გასარჩევად დარჩა", - წერს "მასკოვსკი კომსომოლეცი".

სტუმარი და ძმები სადარბაზოში, კიბესთან გავიდნენ, სადაც ჩხუბი დაიწყო. გამოძიების ვერსიით, შავლეგ გოშაძემ დიმიტრის სამზარეულოს დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. შემდეგ ძმები ბინაში შებრუნდნენ და დაჭრილს კარი მიუკეტეს. დიმიტრიმ ერთ-ერთ მეზობელს სასწრაფოს გამოძახება სთხოვა, თუმცა, იგი ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ