რატომ ჰპირდებიან ხალხს იარაღის დარიგებას?!

რატომ ჰპირდებიან ხალხს იარაღის დარიგებას?!

"კვირის პალიტრის" ერთ-ერთმა მკითხველმა ანონიმურად შემატყობინა, სოფელ ტყვიავიდან ვარ, სადაც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მოსახლეობას იარაღის დარიგებას ჰპირდებიან და იქნებ დაინტერესდეთო.რადგანაც ჩვენს ქვეყანაში თავდაცვის სამინისტრო დახურული უწყებაა (საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ტელეფონს არ პასუხობს), ამიტომ კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ვცადეთ გარკვევა, მართლაც ურიგებენ თუ არა მოსახლეობას იარაღს კონფლიქტური ზონის მიმდებარე სოფლებში და რა მიზნით?

- კონფლიქტური ზონის საზღვრისპირა რეგიონების მოსახლეობის მობილიზება ხდება ე.წ. "ნებაყოფლობით რეზერვში". მათ იარაღის დარიგებას ჰპირდებიან, რათა თავიანთი სოფლები დაიცვან. თუმცა, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს სულ სხვა მიზანს ემსახურება. დავიწყოთ იქიდან, რომ 2008 წლის ომის შემდეგ უსაფრთხოების საკითხების კონცეფციის პრეზენტაციაზე მაშინდელმა ექსპერტმა ანდრო ბარნოვმა (ამჟამად ის სამხედრო აკადემიის რექტორია) წარმოადგინა ინიციატივა შემდეგი სლოგანით "დაიცავი შენი სოფელი". 

ეს გულისხმობდა იმას, რომ ყველა სოფელს უნდა ჰქონოდა თავდაცვის საშუალება. იდეა  საკამათო იყო, მაგრამ არა აბსოლუტურად მიუღებელი. მოგვიანებით პრეზიდენტმაც განაცხადა, ყველა სოფელს უნდა შეეძლოს თავდაცვაო. გავიდა ხანი და ბოლო დროს, უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში, მოსახლეობის ხუთდღიან რეზერვში გაწვევა მიმდინარეობს. ეს დაიწყო ჯერ სამეგრელოში, მერე ქართლში, უფრო ზუსტად, ტყვიავში და მიმდებარე სოფლებში. როგორც ვიცი, ახმეტასა და ჯავახეთშიც. ჩემი ინფორმაციით, ეს არ უნდა იყოს ომისთვის მზადება, რადგან ამის სურვილი არც ერთ და არც მეორე მხარეს არ გააჩნია. ყოველ შემთხვევაში, ამის ნიშნები ჯერჯერობით არ არსებობს. ამიტომ ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, ხომ არ უკავშირდება ეს ამბავი შიდა პროცესებს? თუ ომის საფრთხე მოცემულ შემთხვევაში არ არის, მაშინ როგორც ჩანს, მიმდინარეობს მამაკაცების მობილიზება იმისთვის, რომ უფრო დამოკიდებული გახდნენ ხელისუფლებაზე. ვფიქრობ, ეს პროცესი მოსალოდნელ არჩევნებს უკავშირდება. ხელისუფლება სამოქალაქო რეზერვის შექმნაზე ზრუნავს, რომელიც პოტენციურად შეიარაღებული იქნება. ლაპარაკია, რომ მოსახლეობაში დაიწყება იარაღის დარიგება, რომელიც შესაძლოა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენონ.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა