აფხაზეთში, ბედიის ტაძარში ბაგრატ მესამის ერთადერთი ფრესკა განადგურებულია, - ამის შესახებ დღეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა გიორგი გაგოშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბედიის ტაძარში გაურკვეველი რესტავრატორების მიერ განხორციელებული გაურკვეველი ქმედებების გამო, ბაგრატ მესამის ერთადერთი ფრესკა ჩამოინგრა.
გაგოშიძემ აღნიშნა, რომ ე.წ. არქიტექტორები ამბობდნენ, რომ ტაძარში კედელს აძლიერებდნენ, თუმცა ამას ბაგრატ მესამის ერთადერთი გამოსახულების განადგურება მოჰყვა.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე, აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობაზე და შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზებზე საუბრობდნენ.