გაეროს შტაბბინაში 16 კგ კოკაინი აღმოაჩინეს

გაეროს შტაბბინაში 16 კგ კოკაინი აღმოაჩინეს

აშშ-ში გაეროს ოფისში ფოსტით 16 კგ კოკაინი მიიღეს. ექსპერტები ამანათის ღირებულებას 440 000 დოლარად აფასებენ.

ნარკოტიკების პარტია, სავარაუდოდ, მექსიკელმა ნარკომოვაჭრეებმა დაკარგეს და ის ორგანიზაციის შტაბბინაში შემთხვევით აღმოჩნდა.

"გაეროს ყალბი შტამპით დაბეჭდილი ტომრები მექსიკიდან ექსპრეს-გადაზიდვების კომპანია DHL-მა ცინცინატში (ოჰაიოს შტატი) ჩაიტანა, - განაცხადა ნიუ-იორკის პოლიციის კომისრის მოადგილემ პოლ ბრაუნმა, - ამანათზე მისამართი მითითებული არ იყო, ასევე არაფერი ეწერა გამგზავნის შესახებ".

ბრაუნის თქმით, იმის გამო, რომ ამანათზე გაეროს ბეჭედი იყო დატანილი, DHL-ში იფიქრეს, რომ ამანათი სწორედ ორგანიზაციის ოფისში უნდა გაეგზავნათ და იქ გაირკვოდა, ვის ეკუთვნოდა ის კონკრეტულად.

უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი შტამპები მაშინვე ამოიცნეს. ამანათი ფქვილის ტომრებს ჰგავდა, თუმცა მისი შეფუთვა გადაზიდვებისთვის დადგენილ ოფიციალურ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.

"ეს არ იყო დიპლომატიური ამანათი, ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ", - განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა მარტინ ნესირკიმ.

ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცავები გამოძიებას აწარმოებენ.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ