გამოავლინე საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენი

გამოავლინე საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენი

წელს პირველად გაზეთი "ლელო" საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად გულშემატკივართა გამოკითხვას ატარებს.

გამოკითხვაში, რომელიც 15 თებერვლის ჩათვლით გაიმართება, ხმის მიცემა შესაძლებელია საიტზე www.sportall.ge, ასევე გაზეთში წარმოდგენილი ბლანკის მეშვეობით. ამისთვის მკითხველმა საკუთარი ვარიანტი რედაქციას "კვირის პალიტრის" ("სიტყვა და საქმის") საფოსტო ყუთით უნდა მიაწოდოს.

მსურველებს არჩევანის გაკეთება ტელეფონის მეშვეობითაც შეუძლიათ, ამისთვის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11-დან 18 საათამდე, უნდა დარეკონ რედაქციაში ნომერზე 2 19 60 53 და პასუხი ოპერატორს აცნობონ.

გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენს გაზეთი "ლელო" სპეციალური პრიზს გადასცემს

გთავაზობთ კანდიდატების სიას ანბანის მიხედვით:

აბუთიძე ალექსი - მკლავჭიდი: მსოფლიო-III; ევროპა-III

ბასილაია დიმიტრი - რაგბი: პოპულარობის ინდექსით

ბახტაძე მიხეილ - კრივი: ევროპა-III

ბოდაველი მინდია - სამბო: ევროპა-II

გაბრავა ვილენ - მკლავჭიდი: მსოფლიო-III

გამთენაძე ირაკლი - მკლავჭიდი: ევროპა-II

გორგოძე მამუკა - რაგბი: პოპულარობის ინდექსით

გორელაშვილი შოთა - კარატე: ევროპა-II

დაუთაშვილი ვასილ - მკლავჭიდი: მსოფლიო-II; ევროპა-III

ესებუა ქრისტინე - მშვილდოსნობა: მსოფლიო-II

ვეკუა ჰენრი - კარატე: ევროპა-I

კვაჭატაძე ზაალ - კრივი: ევროპა-III

კვიკვინია გენადი - მკლავჭიდი: მსოფლიო-I; ევროპა-II და II

კალაძე კახა - ფეხბურთი: პოპულარობის ინდექსით

კობიაშვილი ლევან - ფეხბურთი: პოპულარობის ინდექსით

კაშია გურამი - ფეხბურთი: პოპულარობის ინდექსით

კუზანაშვილი უშანგი - სამბო: მსოფლიო-II; ევროპა-I

კუცია ნიკო - სამბო: მსოფლიო-III; ევროპა-III

ლავერაშვილი თეონა - კიკბოქსინგი: მსოფლიო-II

ლაშხი რევაზ - ბ\რ ჭიდაობა: ევროპა-I

ლიპარტელიანი ვარლამ - ძიუდო: ევროპა-III

ლორიაშვილი დავით - სამბო: მსოფლიო-III

მამულაშვილი კახა - სამბო: ევროპა-II

მარსაგიშვილი დავით - თ\ჭიდაობა: მსოფლიო-III; ევროპა-II; მსოფლიო ახალგაზრდებში-I; ევროპა ახალგაზრდებში-I

მაჭავარიანი გია - ძალოსნობა: ევროპა-II

ოქრუაშვილი ადამ - სუმო: ევროპა-III (აბსოლუტურში); ქართ\ჭიდაობა: საქართველოს სამგზის ფალავანი

ოძელაშვილი ნინო - სამბო: მსოფლიო-III

პავლიაშვილი მირიან - სამბო: ევროპა-III

ჟორჟოლიანი ლომერ - ძიუდო: ევროპა-II; სამბო: მსოფლიო-II

სალუქვაძე ნინო - ტყვ. სროლა: მსოფლიოს სუპერთასი-II

სანიკიძე ვიქტორ - კალათბურთი: პოპულარობის ინდექსით

ფაჩულია ზაზა - პოპულარობის ინდექსით

შუკვანი ბეთქილ - ძიუდო: ევროპა-II

ცერცვაძე ავთანდილ - სუმო: ევროპა-III

ცინცაძე ავთანდილ - სამბო: მსოფლიოს ჩემპიონატი-I

ცირეკიძე ირაკლი - ძიუდო: ევროპა-III

ცხადაია მანუჩარ - ბ\რ ჭიდაობა: მსოფლიო-II

ხინჩეგაშვილი ვლადიმერ - თ\ჭიდაობა: ევროპა-II; ევროპა (ახალგაზრდებში)-I; მსოფლიო ახალგაზრდებში-I

ხოსიტაშვილი ჯაბა - კრივი: ევროპა-III

ხუციშვილი დავით - თ\ჭიდაობა: მსოფლიო-III; ევროპა-III

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"