გიორგი გაბაშვილი აჭარაში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს

გიორგი გაბაშვილი აჭარაში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გაბაშვილი აჭარაში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს. ამის შესახებ გაბაშვილმა, დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მუშაობა წლების განმავლობაში მიმდინარეობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. გაბაშვილის განცხადებით, მეჩეთის აშენების სანაცვლოდ, საუბარია უნიკალური ქართული ძეგლების რეაბილიტაციაზე თურქეთში.

"ეს არ არის მხოლოდ ქართული კულტურული მემკვიდრეობა, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია და ამის აღდგენა უმნიშვნელოვანესი საქმეა", - აღნიშნა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, ნებისმიერი კონფესიური დავა კულტურულ მემკვიდრეობაზე არაპროდუქტიულია.

"ეს არის კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენი კულტურის ნაწილი. ეს არის საქართველოს ისტორიის ნაწილი. ჩვენს ქვეყანაში უმრავლესობა ყოველთვის იყვნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ნაწილი არიან მუსულმანი ქართველები, ებრაელები, გრიგორიანელი სომხები და ის ეროვნული და რელიგიური უმცირესობები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. დღეს ,მით უმეტეს, როდესაც ცივილიზებული სამყაროა და მოქალაქეობის ნიშნით განისაზღვრება ეროვნება, როცა ჩვენ ყველა ერთი დიდი ,პოლიტიკური ქართული ერის ნაწილი ვართ, ამ კონტექსტში ყველას წარსულს, ყველას ისტორიას პატივი უნდა ვცეთ და ჩვენი ვალდებულებაა, პირველ რიგში ეს რეაბილიტაცია განვახორციელოთ. ამიტომ, მე ამ პროექტის მინუსს ვერ ვხედავ, რომ კულტურული მემკვიდრეობა აღვადგინოთ როგორც საქართველოში, ისე თურქეთში. ეს ზოგადსაკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობაა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს", - აცხადებს გაბაშვილი.

საქართველოს ხელისუფლება, ოშკისა და იშხნის მონასტრების რესტავრაციის სანაცვლოდ, აჭარაში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, თურქეთის წინადადებას დათანხმდა. ამის შესახებ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკა რურუამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მხარეებს შორის შეთანხმება მისი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა.

"იმისთვის, რომ ოშკი და იშხანი დანგრევას გადავარჩინოთ, თურქეთის მხარესთან შეთანხმებაა აუცილებელი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ძეგლი ქართულია, ამჟამად სწორედ მის ტერიტორიაზე მდებარეობს. ოშკის რესტავრაცია არასდროს განხორციელებულა და ამიტომაც, ის კიდევ ერთ დიდთოვლობას ვეღარ გაუძლებს", - განაცხადა კულტურის მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა