სარკოზიმ საქართველო-რუსეთის ომის შეწყვეტაში საკუთარ დამსახურებაზე ისაუბრა

სარკოზიმ საქართველო-რუსეთის ომის შეწყვეტაში საკუთარ დამსახურებაზე ისაუბრა

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 3 თვით ადრე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობა შეაფასა და თავის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად 2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება დაასახელა.

როგორც სარკოზიმ გამოცემა Politique Internationale-თან საუბრისას აღნიშნა, რუსეთსა და საქართველოს შორის ომის შეწყვეტა მისი დიპლომატიის დამსახურებაა.

როგორც გამოცემა წერს, სარკოზი ნაცად პოლიტიკურ სვლებს იხსენებს და რეპუტაციის აღდგენას ცდილობს, რომელიც მას ლიბიის ყოფილ ლიდერთან, მუამარ კადაფისთან სიახლოვემ შეულახა. სარკოზი საზოგადოებას ევროპის ფინანსური კრიზისის წინააღმდეგ საფრანგეთის განხორციელებულ ნაბიჯებსაც ახსენებს.

”სარკოზი ცდილობს შექმნას ისეთი პოლიტიკოსის იმიჯი, რომელიც გადაწყვეტილებებს სახალხო მხარდაჭერით იღებს. სხვა შემთხვევაში, წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეს, რადგან მისი კონკურენტი, ფრანსუა ოლანდის რეიტინგი 45%-ს აღწევს. სარკოზის კი გამოკითხულთა მხოლოდ 30% უჭერს მხარს", - წერს Politique Internationale.

მომზადებულია politiqueinternationale.com-ის მიხედვით. 

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა