პარიზში პარფიუმერ ჟან-პოლ გერლენის სასამართლო პროცესი დაიწყო. სამოქალაქო სარჩელი Guerlain-ის იმპერიის მემკვიდრის წინააღმდეგ საფრანგეთის ანტირასისტულმა ორგანიზაციამ შეიტანა.
კონფლიქტი პარფიუმერსა და შავკანიან საზოგადოებას შორის ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო. სატელევიზიო შოუს დროს წარსულზე საუბრისას გერლენმა განაცხადა:"ისე ვმუშაობდი, როგორც ზანგი... თუმცა არ ვიცი, ყოველთვის ბევრს მუშაობდნენ თუ არა ზანგები".
ეს შედარება საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. ანტირასისტული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საზოგადოებას მოუწოდეს, კომპანიის პროდუქცია არ შეეძინათ. კომპანიის ხელმძღვანელობამ კი ჟან-პოლ გერლენთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
ადრე, მსგავსი ბრალდება დიზაინერ ჯონ გალინოს წაუყენს. იგი ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს და 6 ათასი ევროთი დააჯარიმეს.
მომზადებულია newsme.com-ის მიხედვით.