საპარლამენტო უმრავლესობამ თავისი რიგებიდან დეპუტატ ბეჟან ხურციძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი.
გადაწყვეტილების მიზეზები ჯერ არ ხმაურდება. სავარაუდოდ, ხურციძის გარიცხვის თაობაზე ოფიციალური კომენტარი დღესვე გაკეთდება.
ბეჟან ხურციძე ვანის მაჟორიტარია. იგი დეპუტატი იყო 1992-1995, 1999-2004, 2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტში.