როგორ ვიმოძრაოთ ყინულზე - რჩევები ფეხით მოსიარულეებს

როგორ ვიმოძრაოთ ყინულზე - რჩევები ფეხით მოსიარულეებს

ყინულზე დაცემის გამო, 25 მოქალაქემ წუხელ სხვადასხვა ხარისხის ტრავმა და მოტეხილობა მიიღო.

როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაში იუწყებიან, ექიმების დახმარება 25 მოქალაქეს დასჭირდა, რომლებსაც ქუჩაში ყინულზე ფეხი დაუცდათ და სხვადასხვა მოტეხილობები თუ ტრავმები მიიღეს. ყველა დაზარალებული კლინიკებში გადაიყვანეს.

სულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, გასული დღე-ღამის განმავლობაში, სხვადასხვა სიმპტომებით 1300-მა მოქალაქემ მიმართა, მათ შორის 210 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია.

დიდთოვლობისა და ყინვების გამო, ტრავმების რაოდენობამ თბილისშიც იმატა. მოყინულ ზედაპირზე ხახუნის ძალა მაქსიმალურად მცირდება, რის გამოც ადამიანს ფეხი უცურდება და ეცემა.

ალბათ, ხშირად გსმენით, რომ ქალები და მამაკაცები განსხვავებულად ეცემიან. ქალი მოცურებულ ზედაპირზე დავარდნისას საჯდომით ეცემა, მამაკაცი კი ზურგით.

იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ, საჭიროა ყინულზე სიარული ვისწავლოთ. პირველ რიგში, ვეცადოთ ვიმოძრავოთ ისე, რომ რაიმეზე ჩაჭიდების საშუალება გვქონდეს.

ვიაროთ მოკლე და ნელი ნაბიჯებით. მოვერიდოთ მკვეთრ მოძრაობებს. ამოვიღოთ ხელები ჯიბიდან, რომ შევინარჩუნოთ წონასწორობა და რაც მთავარია, სწორედ შევარჩიოთ ფეხსაცმელი.

არსებობს საშუალებები, რომლებიც ფეხსაცმელს მოძრაობისას უფრო მყარს და ნაკლებად ცურვადს ხდის. ქსოვილოვანი ლეიკოპლასტირი, რომელიც ფეხსაცმლის ძირზე მაგრდება, წინდები, რომლებსაც ფესაცმლის ზემოდან ვიცმევთ და უნიკალური საშუალება ყინულმავალები, რომლებსაც ფეხსაცმელებზე ვამაგრებთ.

იხილეთ ვიდეო: როგორ ვიმოძრაოთ ყინულზე - რჩევები ფეხით მოსიარულეებს

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"