"ადამიანს პანაშვიდზე რომ არ უშვებ, ბუნებრივად ისმის კითხვა, რატომ, რისი გეშინია?"

"ადამიანს პანაშვიდზე რომ არ უშვებ, ბუნებრივად ისმის კითხვა, რატომ, რისი გეშინია?"

ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში მცხოვრები სოლომონ (სოსო) ქიმერიძის გარდაცვალების საეჭვო გარემოებების თაობაზე ინფორმაცია პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში გამართული პოლიტიკური დებატებისას დეპუტატ გია ცაგარეიშვილისგან მოისმინა. მოგეხსენებათ, სოლომონ ქიმერიძე, რომელიც ჯართის მოპარვის ბრალდებით დაკითხვაზე დაიბარეს, რამდენიმე საათში ოჯახს გარდაცვლილი მიუსვენეს. პოლიციელთა მტკიცებით, ქიმერიძე პოლიციის შენობის მეორე სართულის კიბიდან ჩამოვარდა. 28 თებერვალს ქიმერიძის ოჯახის წევრებმა ტელეკომპანია "მაესტროს" საშუალებით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აქვს, რაც, მათი აზრით, არ შეიძლება მხოლოდ კიბიდან გადმოვარდნის შედეგი იყოს.

ოჯახი ეჭვობს, რომ სოლომონ ქიმერიძე წამებაში შემოაკვდათ: "სხეულზე მრავალი ტრავმა აქვს, ფეხები - ამოკბეჩილივით, მუცელი - გაჭრილი, ღვიძლი - ჩათქვეფილი, ტანზე ალაგ-ალაგ სისხლჩაქცევები და თავი კი შეკერილი აქვს. როგორც გვითხრეს, თვითმხილველი არავინ ყოფილა და სინამდვილეში რა მოხდა, არ იციან", - აცხადებდა რამდენიმე დღის წინ ქიმერიძის მეუღლე, დღეს კი კომენტარზე უარს ამბობს. ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები გარდაცვლილის ოჯახს აშინებენ. ოჯახისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად ქვიშხეთში "ქართული აკადემიის" წევრები და საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები ჩავიდნენ. როგორც ნაციონალური სატელევიზიო არხები წარმოაჩენენ, მათ სოფელმა პროტესტი გამოუცხადა, თუმცა იმ ვიდეოფირზე აშკარად ჩანდა, რომ ის ხალხი, ვინც სამძირის სათქმელად მისულებს ჭირისუფლებამდე არ უშვებდა, ქიმერიძის თანასოფლელებს სულაც არ ჰგავდნენ.

რეჟისორმა ქეთი დოლიძემ ქვიშხეთიდან დაბრუნების შემდეგ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" შემდეგი ჩანაწერი გაავრცელა: "დღეს ვიყავი ქვიშხეთში, საცოდავი, ნაწამები, მოკლული 45 წლის ახალგაზრდის სამძიმარზე. მსგავსი საშინელება არ მინახავს... მთელმა ქვეყანამ უნდა ნახოს ამათი სიმხეცე, ამ უბედური ადამიანის დაშინებული ოჯახი. გადაცმული პოლიციელების მჭიდრო კორდონი. გამხეცებულები შიგ არავის უშვებენ. სამ ქალს წინ ვერ გადაგვეღობნენ. ასეთი გამწარებული დიდი ხანია არ ვყოფილვარ! სახალხო დამცველი სასწრაფოდ უნდა გაჩნდეს იქ თავისი ექსპერტით. თუმცა ექსპერტიც კი არაა საჭირო! ასე რომ ყელყელაობდა და ყველას ტალახში გვეპატიჟებოდა, წაბრძანდეს პრეზიდენტი, ყველა მისი ძალოვანი მინისტრი და ნახონ მათი მონა, დაზომბებული, სახეწაშლილი, უგვანი ქვეშევრდომები რას სჩადიან! გამოფხიზლდით, ხალხო! ესენი ყველას კარზე ააყუდებენ მალე სიკვდილის ცელს!"

იხილეთ ვრცლად

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"