მაკა ასათიანს "მერსედესის" წარმომადგენლობაში წილი ჩამოართვეს

მაკა ასათიანს "მერსედესის" წარმომადგენლობაში წილი ჩამოართვეს

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაკა ასათიანს საქართველოში "მერსედესის" წარმომადგენლობაში, შპს "აკა"-ში წილი ჩამოერთვა , - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მაკა ასათიანის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, ასათიანი შპს ”აკა”-ში 20 პროცენტს ფლობდა. უზენაესმა სასამართლომ წილის ჩამორთმევის და სხვა მეწილისათვის გადაცემის გადაწყვეტილება 3 დღის წინ მიიღო. როგორც გაბუნია აცხადებს, დავა მეწილეებს შორის იყო.

”ერთ-ერთ პარტნიორს სადაო საკითხი 12 წლის შემდეგ გაახსენდა და სასამართლოში იჩივლა. სასამართლომ გადაწყვეტილება მაკა ასათიანის საზიანოდ მიიღო”, - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, ტელეკომპანია ”მაესტროში” მაკა ასათიანის წილიც დააყადაღეს.

ადვოკატი ამ საკითხზე სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” ხვალისთვის დაგეგმილ პრესკონფერენციაზე დეტალურად ისაუბრებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ