თურქეთის ქალაქ ორდუში, საიუველირო მაღაზიის ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს ეძებენ .
თურქული საინფორმაციო სააგენტო "ჰაბერლერ.კომ"-ის ცნობით, პოლიციელებმა, სხვა სამხილებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე ქართული მარკის სიგარეტიც იპოვეს.
მაღაზიიდან 1 მილიონი თურქული ლირის ღირებულების 6 კილოგრამი ოქროა წაღებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ჯერ სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.
ცნობილია, რომ ძარცვა 8 მეტრიანი გვირაბის საშუალებით მოხდა, რომლის გასათხრელად მძარცველები თავად მუშაობდნენ.