შვეიცარულმა საიუველირო კომპანიამ Shawish-მა უნივერსალური სამკაული შექმნა, რომელსაც კომპანიის თანამშრომლები "მსოფლიოში პირველ ბრილიანტის ბეჭედს" ეძახიან. ბეჭედი 150 კარატიანია და მისი ფასი 70 მლნ დოლარია. მასზე იუველირები 1 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.
ბეჭედი ერთი უზარმაზარი, დაუმუშავებელი ალმასისგან გამოიკვეთა. მას არ აქვს ბუდე, არ ურევია რაიმე ძვირფასი მეტალი, ან ძვირფასი ქვა. მისი დიზაინი ჯერ კიდევ შარშან, აპრილში შექმნეს, თუმცა ახლა "მსოფლიოს პირველი ბრილიანტის ბეჭედი" უკვე რეალურად არსებობს.
ამ ბეჭედმა თავისი უნიკალურობით ყველა რეკორდი მოხსნა. მან დაჩრდილა ელიზაბეტ ტეილორის - 33.19 კარატიანი, კიმ კარდაშიანის - 20.5 კარატიაიანი და ბიონსეს - 18 კარატიანი ბრილიანტის ბეჭდები.
"მინდოდა რაიმე ახლის შექმნა. მინდოდა ჩვენი მომხმარებლების ოცნება სინამდვილედ მექცია", - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მუჰამედ შავეშმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ტექნიკურად უნიკალური ბრილიანტის ბეჭდის შექმნა საკმაოდ რთული იყო. ამისათვის იუველირებმა სპეციალური ლაზერი გამოიყენეს.
ბეჭედი საზოგადოებამ პირველად Baselworld 2012-ის გამოფენაზე, დიდ ეკრანზე იხილა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.