ქდმ-ს პრემიერობისა და პრეზიდენტობის კანდიდატებზე კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვს

ქდმ-ს პრემიერობისა და პრეზიდენტობის კანდიდატებზე კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვს

"ქრისტიან-დემოკრატებს" პრემიერ-მინისტრობისა და პრეზიდენტობის კანდიდატებზე კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვთ. როგორც "ქრისტიან-დემოკრატმა" ლევან ვეფხვაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, არ არსებობს პარტია, რომელსაც ამბიცია არ აქვს, იყოს მმართველი პოლიტიკური ძალა და არ ჰყავდეს შესაბამის კანდიდატები ნებისმიერ თანამდებობაზე.

ვეფხვაძის თქმით, "ქრისტიან-დემოკრატებს" გადაწყვეტილება პრემიერის და პრეზიდენტობის კანდიდატებზე, ჯერჯერობით არ მიუღიათ, თუმცა საარჩევნო კამპანიას სწორედ მათი დასახელებით დაიწყებენ.

"ჩვენ გამოკვეთილი კანდიდატურები გვეყოლება, რომლებიც მოსახლეობის მომხრობას იმ კონკრეტული იდეების შესაბამისად შეეცდებიან, რასაც "ქრისტიან-დემოკრატიული" იდეები ჰქვია", – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

დეპუტატი როგორც პრემიერ-მინისტრობის და ისე საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ კონკრეტული საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ამ მხრივ არც სიურპრიზს არ გამორიცხავს და არც იმას, რომ მათი კანდიდატები პარტიულები არ იყვნენ.

ვეფხვაძის განცხადებით, კონსულტაციები დაწყებულია პარტიის შიგნითაც და მის გარეთაც იმ ადამიაინებთან, რომელთა ხილვაც კონკრეტულ თანამდებობაზე მოსახლეობას გაუხარდებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა