სტრესი და დაძაბულობა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ფსიქოლოგიური ტრავმების შემდეგ ადამიანი სულიერი წონასწორობის აღდგენას ცდილობს, თუმცა სხვა საქმეა, რამდენად ეფექტურად ახერხებს ამას. როგორ აისახება სტრესი საზოგადოების სულიერ მდგომარეობაზე და რით ემუქრება ის მომავალ თაობას. თქვენს კითხვებს ფსიქოლოგი ნანა აღაპიშვილი პასუხობს.
გამოგზავნილი შეკითხვები:
- სად გადის ფსიქიკური ჯანმრთელობის ზღვარი? რაკი შეშლილები არ ვართ, შეიძლება თავი აბსლუტურად ჯანმრთელებად ჩავთვალოთ?
უსიამოვნო განცდები და სიმპტომები, რომელიც თქვენი რეაქციია სტრესულ სიტუაციაზე შესაძლოა გახანგრძლივდეს, და შესაძლოა 2 თვემდე გასტანოს. თუ სტრესული სიტუაციიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და სიმპტომების გამოვლენის ინტენსივობა და სიმწვავე არ სუსტდება მაშინ ადამაინს უკვე პროპფესიული დახმარება დასჭირდება. რა თქმა უნდა ადამინის რეაქცია სტრესულ სიტუაციაზე, რომელიც სხვა დასხვა სახით ვლინდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ადამიანს ფსიქიკური დაავადება ჩამოუყალიბდა
მკითხველი ზაზა: ჩემი სამუშაო ყოველთვის ნერვიულობასთან და დაძაბულობასთან არის დაკავშირებული. შეიძლება ამან ჯანმრთელობა შემირყიოს? ჯერ-ჯერობით არაფერს ვუჩივი.
შესაძლებელია გადაღლამ, დაძაბულობამ ადამინს ჯანმრთელობა შეურყიოს. ფიზიკურიც და მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც იმოქმედოს. არსებობს ასეთი ტერმინი "პროფესიული გადაწვა", რომლის მიზეზი სწორედ თქვენს მიერ ჩამოთვლილი ფაქტორებია: ნერვიულობა, სტრესულ გარემოში მუშაობა, დამატებით სამუშაო საათებში მუშაობა, ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება და საკუთარი თავის დატვირთვა. ეს იწვევს გაღიზიანებას, უძილობას, მოქმედებს მადაზე, ურთიერთობებზე. საწყის ეტაპზე ადამინს გონია, რომ მას ენრგია აქვს მოჭარბებული და თავს ზედმეტად იტვირთავს. ესეც პროფესიული გადაწვის ნიშანია. საჭიროა გარკვეული პრევენციული მუშაობის ჩატარება, რომ ადამიანი სერიოზული პროფესიული გადაწვის წინაშე არ აღმოჩნდეს, რაც გამოიწვევს სამუშაო პროდუქტიულობის დაქვეითებას, ინტერესების შემცირებას და ა.შ
მკითხველი ქეთი:დაახლოვებით ვიცი, რა შემთხვევებშია საჭირო ფსიქოლოგებთან ვიზიტი, როდის უნდა ჩაერიოს ფსიქიატრი?
როდესაც ეჭვი ჩნდება, რომ ადამინის მდგომარეობა, მისი ქცევა, ემოციური მდგომარეობა, გარკვეული სიმპტომები დაკავშირებულია ფსიქიკურ დაავადებასთან, აუცილებელია ფსიქიატრის ჩარევა.
მკითხველი ლალიკო: როცა ყოველდღიურად ამდენ პრობლემას ვაწყდებით და ოჯახშიც ხშირად ვსაუბრობთ ამაზე, რამდენად მოქმედებს ეს სიტუაცია ბავშვებზე? ამბობენ ბავშვები ყველაზე ადვილად უმკლავდებიან სტრესს.
ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან სტრესის და ნებისმიერი ზეწოლისა და დაძაბულობის მიმართ. ყოველდღიური პრობლემები და ამ პრობლემებზე საუბარი რა თქმა უნდა ესმით ბავშევბს და მათზე ეს მოქმედებს. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია უფროსები როგორ ვსაუბრობთ ამაზე, როგორ მოქმედებს ეს უფროსებზე, როგორ შეფასებას ვუკეთებთ არსებულ მდგომარეობას.
მკითხველი ირა: ვინმეს თუ შეუსწავლია, რამდენად კარგად მოქმედებს დღევანდელ სკოლებსა თუ საბავშვო ბაღებში შექმნილი სიტუაცია ბავშვის ფსიქიკაზე?
მე რამდენადაც ვიცი, ეს საკითხი შესწავლილი არ არის.
მკითხველი ზურა: შეიძლება თუ არა ნერვიულობამ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე იმოქმედოს? კონკრეტულად რა შეიძლება გამოიწვიოს?
ნერვიულობა ფიზიკურ ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია და ზოგიერთი დაავადების რისკ ფაქტორიც არის. ნერვიულობა მოქმედებს ჰიპერტენზიაზე, გულის დაავადებებზე და ა.შ.
მკითხველი სალი: დღეს დალხინებული არავინაა, ომიც ყველამ ერთად გამოიარა და შიშიც. შეიძლება მძიმე ცხოვრების კვალი მთელს თაობაზე აისახოს?
შესაძლებელია და ხშირად ასეც არის. მეტიც, არა მარტო მთელ თაობაზე, ეს კვალი შეიძლება თაობიდან თაობაზეც კი გადავიდეს.
მკითხველი მარი: რა შემთხვევაშია გამართლებული დამამშვიდებელი წამლების მიღება?
ნებისმიერი წამალი და მათ შორის დამამშვიდებელიც აუცილებლად დანიშნული უნდა იყოს ექიმის მიერ, რომელიც განსაზღვრავს ამ წამლების დანიშვნის მართებულობას.