ტულუზელი ტერორისტი ხალხის დახოცვით სიამოვნებას იღებდა

ტულუზელი ტერორისტი ხალხის დახოცვით სიამოვნებას იღებდა

საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლულმა ექსტრემისტმა, მუჰამედ მერმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე პოლიციას უთხრა, რომ ადამიანთა დახოცვით "უზომო სიამოვნებას" იღებდა. პოლიციასთან მოლაპარაკებების დროს ტერორისტს სინანულის ნასახიც არ ეტყობოდა და წუხდა იმის გამო, რომ სკოლაში დაგვიანებით მივიდა, დრულად მისვლის შემთხვევაში, მეტი ებრაელის დახოცვას შეძლებდა.

ტერორისტისა და ძალოვნების საუბრის ჩანაწერი პრესაში გავრცელდა. ტერორისტი ამბობდა, რომ კამიკაძეობას არ აპირებდა, მას სურდა, მსხვერპლთა სიკვდილი მკერდზე დამაგრებული ვიდეოკამერით გადაეღო. როგორც მოლაპარაკებების დროს აღიარა, უნდოდა მოჯაჰედის მსგავსად, იარაღით ხელში მომკვდარიყო.

"მას პოპულარობის მოხვეჭა სურდა. ის ნარცისი იყო და ცდილობდა, ძალიან მნიშვნელოვან პერსონად გამოჩენილიყო", - განაცხადა ექსპერტმა.

ექსტრემისტი მოყვა, რომ შესაბამისი წვრთნა პაკისტანის კოლექტიურ ბანაკებში არ გაუვლია, ის ინდივიდუალურ მომზადებას გადიოდა კერძო ინსტრუქტორთან, რომელიც მას პარიზში ტერაქტების განხორციელებას უკვეთავდა.

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ტულუზაში ტერორისტმა ებრაული კოლეჯის მოსწავლეებს ცეცხლი 19 მარტს გაუხსნა. დაღუპულია ოთხი მოსწავლე, რომელთაგან სამი მცირეწლოვანია, ასევე, 30 წლის პედაგოგი. თავდამსხმელის დასაპატიმრებლად ორდღიანი სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, რაც ეჭვმიტანილის ლიკვიდაციით დასრულდა.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ