"შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნა შიშის დათესვას უკავშირდება"

"შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნა შიშის დათესვას უკავშირდება"

დიდი ხანია ოპოზიციურ პარტიებს სიტუაციის დაძაბვისა და დაპირისპირების განცდა გაუჩნდათ. ამის თაობაზე გასულ კვირას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ხელისუფლება შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნის. "ახალაიებმა კონკრეტული დავალებები მისცეს რომან შამათავას, ნუგზარ ფანგანს, სერგო უბილავას, ფრიდონ შენგელიას, თორნიკე მალაზონიას, კობა თოდუას, მამუკა იოსავას, ზაზა ჯანჯღავას, ზვიად გაგუასა და დავით დარსმელიძეს. ეს ის პირები არიან, რომლებიც სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურას წარმოადგენენ, ისინი აკონტროლებენ, აფინანსებენ შეიარაღებულ ფორმირებებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. თავდაცვის მინისტრმა ალასანიას განცხადებას "ბოდვა" უწოდა, ოპოზიციის ლიდერმა კი "პრევენციული წერილი" ეროვნული უშიშროების საბჭოს გადასცა. "კვირის პალიტრას" ომის ვეტერანი, გვარდიის მაიორი მალხაზ თოფურია ესაუბრა.

- ზუგდიდში განსაკუთრებული აქტიურობაა, რაც საფრთხის მანიშნებელი მგონია, რადგან ეს ახალაიების კლანური მმართველობის კონტროლირებადი ქალაქია. ახლახან "ნაციონალური მოძრაობის" მთავარმა "სპიკერმა" ნუგზარ წიკლაურმა ბრძანა, რომ ახალი ტიპის ნებაყოფლობითი რეზერვისთვის ჯერ არც ბიუჯეტია დამტკიცებული და არც კანონში მიუღიათ ცვლილება. ალბათ, წიკლაურს ეგონა, რომ ბრძნული რამ თქვა და ხალხში აჟიოტაჟი დააცხრო. სინამდვილეში კი იმაზე უარესად გვქონია საქმე, ვიდრე გვეგონა. საქართველოს ზოგ რეგიონში ყალიბდება სრულიად გაურკვეველი, უბიუჯეტო ფორმირებები, რომლებიც იკრიბებიან კერძო სახლებში, ერთად ცხოვრობენ, პროდუქტებს ყიდულობენ... საინტერესოა, რა ფულით? თანაც მათი თავყრილობის მიზანი გაურკვეველია.

- ეს ხალხი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები არიან თუ ნებაყოფლობითი რეზერვისთვის გასაწვრთნელად შერჩეული პირები?

- როგორც ვიცი, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არ არიან, რეზერვისტებადაც ვერ ჩავთვლი, რადგან საკმაოდ გამოწრთობილი და საქართველოსთვის მებრძოლი ადამიანები შევნიშნე. ვფიქრობ, იმ ხალხის თავშეყრა შიშის დათესვას უკავშირდება. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ეს დაჯგუფებები მერაბიშვილის კონტროლირებული ძალების დასაბალანსებლადაც შეიქმნა.

- თავდაცვის შეიარაღებული ძალების თანამშრომლები მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ახალი ტიპის ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, თუნდაც სტიქიური უბედურებების დროს მეტ მობილიზებასა და ამგვარ ღონისძიებებს უკავშირდება.

- არც ისეთი გულუბრყვილო ვარ, კერძო სახლებში შეიარაღებული ხალხის გამოჩენა სამშობლოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ან სტიქიურ უბედურებებს დავუკავშირო. თანაც, არა მგონია, სტიქიური უბედურების დროს ავტომატი მაინცდამაინც გამოსადეგი იყოს. "იუთუბზე" გავრცელებულ ვიდეოფირზე ჩანს, რომ ეს ხალხი ვინმესთან სტუმრად კი არა, იქ არიან დისლოცირებული. ამ ადამიანების ერთად ყოფნა ძალიან მაკვირვებს - ზოგიერთი გამსახურდიას ხელისუფლების მომხრე იყო, ზოგი მოწინააღმდეგე და "ტყის ძმებში" ირიცხებოდა. მათ შორის ერთი კოდორელიც შევნიშნე, რომელიც ემზარ კვიციანის საქართველოდან წასვლის შემდეგაც კოდორის ძალისმიერ სტრუქტურაში მუშაობდა. წარმოუდგენელია, უხელფასოდ, ენთუზიაზმით სადღაც, რომელიღაც სახლში რატომ ცხოვრობენ ერთად.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა