ლონდონში მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელევიზორი იყიდება

ლონდონში მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელევიზორი იყიდება

ლონდონის უნივერმაღის Harrods-ის ელექტროხელსაწყოების განყოფილებაში გასაყიდად მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელევიზორი გამოიტანეს.

Panasonic-ის ტელევიზორი დაახლოებით 600კგ-ს იწონის. მისი დიაგონალი 386სმ-ია. ეკრანის ფორმატი 17:3-ზეა, ხოლო 3D მოწყობილობა მას სრულფასოვანი სახლის კინოთეატრად აქცევს.

მსოფლიოში ყველაზე დიდ პლაზმურ ტელევიზორს, ჩვეულებრივ ტელევიზორთან შედარებით 4-ჯერ მეტი პიქსელი აქვს და მისი ფასი 178 000 ევროა.

მიუხედავად მაღალი ფასისა და ექსკლუზიურობისა, Panasonic-ი მაინც ვერ გახდა ყველაზე ძვირადღირებული ტელევიზორის ტიტულის მფლობელი. ეს ტიტული PrestigeHD Supreme Rose Edition-ს ეკუთვნის. მისი ფასი 2.25 მლნ დოლარია. ბრიტანელმა დიზაინერმა ამ ტელევიზორის კორპუსი 18 კარატიანი ოქროთი დაამზადა და 72 ბრილიანტის თვალით შეამკო, თუმცა ის უნივერმაღებში არ იყიდება.

კიდევ ერთი ექსკლუზიური ელექტრო-შედევრი AeroDream One-ის აუდიოსისტემაა, რომელიც ჯიმ-მაიკლ ჯეირმა iPhone-ისა და iPad-ისთვის შექმნა. მისი სიმაღლე 3.4 მეტრია, ხოლო ფასი - 524 000 დოლარი.

მომზადებულია Conde Nast Traveller-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)