"სომეხთა სათვისტომო" სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალის თბილისში დადგმას ითხოვს

"სომეხთა სათვისტომო" სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა მემორიალის თბილისში დადგმას ითხოვს

"საქართველოს სომეხთა სათვისტომო" 1915-1923 წლებში განხორციელებულ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის დადგმას ითხოვს. ამის შესახებ სათვისტომომ დღეს განცხადება გაავრცელა.

"საქართველოს სომეხთა სათვისტომოს" განცხადებით, მათ უკვე მიმართეს თბილისის მერიას და საკრებულოს თხოვნით, გასცენ ნებართვა აღნიშნული მემორიალის დასადგმელად.

"სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები წარმოვადგენთ რაოდენობით მეორე, ხოლო თბილისში პირველ ეროვნულ უმცირესობას და დღემდე არ გვაქვს ქვეყნის დედაქალაქში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი რომელიმე ძეგლი-სიმბოლო. ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერნი, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა - ნება დაგვრთოთ და თბილისში გამოგვიყოთ შესაბამისი ტერიტორია 1915-1923 წლებში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის დადგმისთვის", - ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ: "საქართველოს სომეხთა სათვისტომო" , "სომეხთა სათვისტომოს სტუდენტური ასოციაცია", "სომეხთა სათვისტომოს ახალგაზრდული კავშირი" და "საქართველოს სომეხთა სათვისტომოს მოზარდთა კავშირი".

"საქართველოს სომეხთა სათვისტომოს" განცხადებით, ანალოგიური მიმართვით, წლების განმავლობაში თბილისის მერს არაერთხელ მიმართეს, თუმცა დღემდე მათგან რეაგირება არ მომხდარა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"