რადიანის ქ. #7-ში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვერსიაში გარდაცვლილთა ახლობლებს ეჭვი ეპარებათ

რადიანის ქ. #7-ში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვერსიაში გარდაცვლილთა ახლობლებს ეჭვი ეპარებათ

რადიანის ქ. #7-ში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვერსიაში გარდაცვლილთა ახლობლებს ეჭვი ეპარებათ .  არსებული ინფორმაციით, 52 წლის ნიკოლოზ მახაშვილმა 40 წლის მანანა ზუბიაშვილი ეჭვიანობის ნიადაგზე "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა.

ახლობლების განმარტებით, მეუღლეებს იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ და სერიოზული კონფლიქტი მათ შორის არ ყოფილა. ახლობელთა ნაწილი კი ამბობს, რომ ნიკოლოზ მახაშვილი ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი იყო და დამამშვიდებლებს ღებულობდა. ახლობელთა ნაწილი ეჭვიანობას გამორიცხავს, ვინაიდან, მათი თქმით, არც მახაშვილი და არც ზუბიაშვილი ეჭვიანები არ იყვნენ და მათ ამის საფუძველი არც ჰქონდათ.

ზუბიაშვილს ტყვია გულში, მახაშვილს კი საფეთქელში აქვს მოხვედრილი. როგორც ახლობლები ამბობენ, მახაშვილი დაახლოებით 20 წლის წინ დაფუძნებული ვეტერანთა საბჭოს წევრი იყო. მახაშვილის ოჯახს, კერძოდ მის დას ბიზნესი ჰქონდა.

რაც შეეხება მანანა ზუბიაშვილს, იგი "ავტორადიოში", "რადიო ფორტუნაში", "ფორტუნა პლუსსა" და "არ დაიდარდოში" მარკეტინგის მენეჯერად მუშაობდა, პარალელურად სწავლობდა "ჯიპაში".

შემთხვევის ადგილზე ამჟამადაც იმყოფებიან სამართალდამცავები და საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობენ.

რადიანის ქუჩა N7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ნიკოლოზ მახაშვილისა და მანანა ზუბიაშვილის ცხედრები რადიო "ფორტუნას" თანამშრომლებმა აღმოაჩინეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რადიო "ფორტუნას" თანამშრომელმა თამარ მამფორიამ განუცხადა, დღეს დილით სამასახურში არ გამოცხადდა მათი თანამშრომელი, 40 წლის მანანა ზუბიაშვილი. ამის შემდეგ რადიოს თანამშრომლები მივიდნენ ზუბიაშვილის სახლში, სადაც მეუღლესთან, მიხეილ მახაშვილთან ერთად, თავისი თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ