ვახტანგ ხმალაძე - შეუძლებელია ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეობის მიღებისთვის რომელიმე პირობას არ აკმაყოფილებს

ვახტანგ ხმალაძე - შეუძლებელია ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეობის მიღებისთვის რომელიმე პირობას არ აკმაყოფილებს

"რესპუბლიკური პარტიის" წევრის, კონსტიტუციონალისტ ვახტან ხმალაძის მტკიცებით, ხელისუფლებისთვის შეუძლებელია რაიმე საფუძველის გამოძებნა იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღებისთვის რომელიმე პირობას არ აკმაყოფილებს.

როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს დღეს გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, როდესაც ხდება ხელისუფლების სავარაუდო გადაწყვეტილების შეფასება, ამ ყველაფერს კანონის პირობებით მიდგომა სჭირდება, კანონმდებლობით კი ბიძინა ივანიშვილი ყველა პირობას აკმაყოფილებს.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც ივანიშვილისთვის უარის თქმის საბაბად შეიძლება იქნას გამოყენებული, ეს არის სახელმწიფოსთვის საფრთხის შექმნის საშიშროება, თუმცა ხელისუფლებამ დასაბუთებით უნდა ახსნას, რატომ უქმნის ივანიშვილი საფრთხეს სახელმწიფოს ან საზოგადოებას.

"გარდა ამისა, მივიჩნევ, რომ როცა პრეზიდენტი განსაკუთრებულ ვითარებაში ანიჭებს პირს მოქალაქეობას, ეს ჯილდოს ტოლფასია. რაც არ უნდა დანაშაული ჩაიდინოს შემდეგ ამ პირმა, ის, როგორც დამნაშავე უნდა დასაჯოს, მაგრამ ეს ჯილდო არ უნდა წაართვას, რადგან მოქმედება, რისთვისაც ჯილდო მიიღო, არ გამქრალა", - აღნიშნა მან.

ხმალაძე ამ საკითხზე დიპლომატიური წარმომადგენლობის პოზიციებსაც გამოეხმაურა. ჟურნალისტის კითხვაზე, იმ შემთხვევაში, როცა საუბარია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლის შესახებ, რატომ არ აკეთებენ ელჩები მკვეთრ განცხადებებს, კონსტიტუციონალისტმა უპასუხა, რომ შესაძლოა, დიპლომატები ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ხმალაძე ვარაუდობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა პოლიტიკურ განცხადებებს და შეფასებებს ივანიშვილისთვის მოქალაქეობაზე უარის თქმის შემთხვევაში გააკეთებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა