ბიძინა ივანიშვილი "კომედი შოუს" ბიჭების ბერა ივანიშვილის სტუდიაში გადასვლას გმირობად აფასებს

ბიძინა ივანიშვილი "კომედი შოუს" ბიჭების ბერა ივანიშვილის სტუდიაში გადასვლას გმირობად აფასებს

ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა "კომედი შოუს" თანამშრომლების ბერა ივანიშვილის სტუდიაში Georgian Dream Studio - გადასვლას გმირობად აფასებს. ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა დღეს განაცხადა.

"ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე ვიტყვი, რომ ქართული საზოგადოება კარგად აცნობიერებს, როგორ დღეში არიან "რუსთავი2"-ის, "იმედის" და "პირველი არხის" თანამშრომლები და როგორ ზეწოლას განიცდიან ისინი. მე ვფიქრობ, რომ ამ ახალგაზრდების ნაბიჯი იყო ძალიან გაბედული. ეს ნაბიჯი შეიძლება შევაფასოთ, როგორც ბრძოლა თავისუფლებისათვის - მათ სურთ იყვნენ თავისუფალი ყოველგვარი ზეწოლისაგან", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის გადაცემა "კომედი შოუს" სამმა თანამშრომელმა - თემურ მჟავიამ, ამიკო ჩოხარაძემ და ლევან გოგორელიანმა ტელეკომპანია 6 აპრილს დატოვეს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"