ლევან ჩიტაძე: "იმის ნაცვლად, რომ 9 აპრილს მაინც მოქცეულიყო პრეზიდენტივით, "ბუდა ბარს" ეწვია"

ლევან ჩიტაძე: "იმის ნაცვლად, რომ 9 აპრილს მაინც მოქცეულიყო პრეზიდენტივით, "ბუდა ბარს" ეწვია"

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 23 წელი გავიდა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პატივი მიაგო ტრაგედიის დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკო. მიმდინარე წლის 9 აპრილს მოძრაობა "არას" ლიდერმა ლევან ჩიტაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეორგოლი სახელწოდებით - "პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 აპრილი "ბუდა ბარში" აღნიშნა". ვიდეორგოლში ასახულია "ბუდა ბართან" მობილიზებული ესკორტი და საპატრულო პოლიცია. ვისთან ერთად იმყოფებოდა 9 აპრილს პრეზიდენტი "ბუდა ბარში", უცნობია, რადგან ამ დაწესებულების მიმდებარე ტერიტორია რიგითი მოქალაქეებისთვის გადაკეტილი იყო.

ლევან ჩიტაძე:

- სააკაშვილი, იმის ნაცვლად, რომ 9 აპრილს მაინც მოქცეულიყო პრეზიდენტივით, "ბუდა ბარს" ეწვია. ადვილი მისახვედრია, რომ "ბუდა ბარში" ის ამ ტრაგედიის აღსანიშნავად არ მივიდოდა... შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სნაიპერები და სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის სამსახურები. ტელეფონით გადავიღე კადრები, რომელიც ინტერნეტის საშუალებით გავავრცელე. ტელევიზიებსაც დავურეკე, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე გვიანი იყო - რადგან მიხეილ სააკაშვილმა 40 წუთი დაყო "ბუდა ბარში": ხუთის ნახევარზე მივიდა და დაახლოებით ექვსის ათ წუთზე დატოვა საკუთარი ელექტრომობილითა და დაცვით, რაც ჩემ მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს.

ლევან ჩიტაძესთან გასაუბრების შემდეგ "ბუდა ბარში" დავრეკეთ:

- გაზეთ "ყველა სიახლიდან" გაწუხებთ. 9 აპრილს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თქვენს ბარს სტუმრობდა?

- უკაცრავად, გადავამოწმებ ინფორმაციას და ისე გაგცემთ პასუხს.

ადმინისტრატორმა ნატამ დაგვაკავშირა "ბუდა ბარის" სხვა თანამშრომელთან, რომელმაც გვითხრა:

- ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით, რადგან ჩვენ კონტრაქტი გვაქვს დადებული და იქ წერია, რომ კლიენტების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციურია.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა