მძღოლებისთვის ახალი ჯარიმა წესდება

მძღოლებისთვის ახალი ჯარიმა წესდება

მძღოლებისთვის ახალი ჯარიმა წესდება. შესაბამისი ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის, რომლის ინიცირებაც პარლამენტში გუშინ განხორციელდა.

კანონპროექტით დგინდება, რომ გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა 50 ლარით ჯარიმდება. აქამდე აღნიშნული ქმედებისთვის ჯარიმა განსაზღვრული არ იყო.

კანონპროექტის ავტორია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ინიციატორი კი - მთავრობა.

პარლამენტს პროექტის განხილვა ჯერ არ დაუწყია.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"