საქართველოს ყველა რეგიონში ევროპული სტანდარტების 50-მდე საპირფარეშო აშენდება

საქართველოს ყველა რეგიონში ევროპული სტანდარტების 50-მდე საპირფარეშო აშენდება

ყვარელში საზოგადოებრივი სანიტარული წერტილები შენდება. მშენებელობა დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლეიშვილმა და კახეთის გუბერნატორმა, გიორგი ღვინიაშვილმა დაათვალიერეს.

"საქართველოს ყველა რეგიონში ევროპული სტანდარტების 50-მდე სანიტარული წერტილი აშენდება. საზოგადოებრივი სანიტარული წერტილების არარსებობა ანტისანიტარიას იწვევდა და დისკომფორტს უქმნიდა, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე - ტურისტებს", - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

ახალი შენობები არქიტექტორებმა დააპროექტეს და ადგილმდებარეობის შესაბამისი დიზაინი ექნებათ.

ამ ეტაპზე ყვარელში საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობა მარჯანიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე მიმდინარეობს. პროექტს საქართველოს მთავრობა აფინანსებს; სამუშაოებს კი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აწარმოებს.

ამასთან, სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

იხილეთ ვიდეო: ევროპული სტანდარტების საპირფარეშოს მშენებლობას რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"