ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული ობიექტები

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული ობიექტები

ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელით ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის წერილი გავრცელდა, სადაც ჩამოთვლილია იმ ობიექტების ნუსხა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლამდე დააფინანსა. ადრეც არაერთხელ მსმენია, ამ პროექტების დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილი რომ იყო და არა ხელისუფლება, მაგრამ მაშინ ბიზნესმენი დუმდა, სააკაშვილი კი ლაპარაკობდა.

ბიზნესმენის მეუღლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ფონდმა დააფინანსა შემდეგი პროექტები: სამების ტაძარი; ქობულეთის გასართობი ცენტრი "ციცინათელა"; საბაგირო გზა ბაკურიანში; თეატრების რემონტი (ოპერის, რუსთაველის, მარჯანიშვილის, კინომსახიობთა); იქვე მითითებულია, რომ თეატრები დღემდე იღებენ ხელფასს ივანიშვილისგან; ყველა პროექტი საჩხერეში; პრომეთეს მღვიმე; უნივერსიტეტის პირველი კორპუსი; ბათუმის დელფინარიუმი; ბათუმის ზოოპარკი; ბოტანიკური ბაღი; ყველა სარაგბო სტადიონი; რაგბის ნაკრების სპონსორობა; საფეხბურთო ცენტრი "ბასა"; ბათუმის ეშმაკის ბორბალი;

გორი-ჭიათურა-ზესტაფონის ტრასის ასფალტირება; ფილარმონიის რემონტი; იაფი აფთიაქი "ფარმადეპო"; საპატრულო პოლიციის ავტომობილები; სკოლების რეაბილიტაცია მთელ საქართველოში; ეროვნული ბიბლიოთეკის რემონტი; საჩხერისა და გორის სამხედრო ბაზები; ავტობან თბილისი-ხაშურის თანადაფინანსება; სიღნაღი; ქუთაისის ძველი უბნების რეაბილიტაცია, თბილისის კანალიზაცია; უამრავი სახლ-მუზეუმი.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა იმ პროექტების სია, რომლებიც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით საქართველოში 2011 წელს ხორციელდებოდა: 2011 წელს განსახორციელებელი ან დასასრულებელი პროექტების (სულ 30 პროექტი) საერთო-სახელშეკრულებო ღირებულებამ 115.488.911 ლარი შეადგინა. კერძოდ, რაგბის სტადიონების მშენებლობის პროექტი "ქართუმ" 12.710.000 ლარით დააფინანსა, ოპერისა და ბალეტის თეატრის რეაბილიტაციის პროექტი - 12.647.000 ლარით, სოფელ ნატანების საკონცერტო დარბაზის მშენებლობა - 25.400.000 ლარით.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა