იტალიაში ქურდობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 33 ქართველი დააკავეს. ქართული
ტელეკომპანიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად 5 კილოგრამი ოქრო და ძვირფასი ნივთები ამოიღეს.
როგორც იტალიელი სამართალდამცველები აცხადებენ, დანაშაულებრივი ჯგუფი საცხოვრებელ სახლებში შეღწევას ისე ახერხებდა, რომ საკეტები არ ზიანდებოდა.
33 ქართველთან ერთად, დაკავებულია ასევე იტალიის 5 მოქალაქეც, რომლებიც ქურდობაში ქართველებთან ერთად იყვნენ ჩართულნი.