სამხრეთ კორეის ციხეები შესაძლოა, რობოტი-ზედამხედველებით გამოჩნდნენ.
რობოტი-დარაჯი სახელად Robo-Guard ციხის ტერიტორიაზე იდარაჯებს და ხელმძღვანელობას პატიმრების გაქცევის ან თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ შეატყობინებს. რობოტი 3D კამერით და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით არის აღჭურვილი, რომელიც პატიმრების ქცევას ”წინასწარმეტყველებს”.
Robo-Guard-ის მართვა, როგორც კომპიუტერის, ასევე iPad-ის დახმარებითაა შესაძლებელი. შედეგად, ციხის ზედამხედველებს საკნების გასინჯვა პირადად აღარ მოუწევთ.
Robo-Guard-ები გადატვირთულ გამოსასწორებელ დაწესებულებებში გაიგზავნება, რომ პატიმრებს შორის გაჩენილი კონფლიქტების ექსკალაცია აღმოფხვრას.
ადრე ამერიკელმა კონსტრუქტორებმა მედუზის ფორმის რობოტი შექმნეს, რომლის გამოყენება უპილოტო წყალქვეშა აგენტად შეიძლება.
მომზადებულია thetechjournal.com-ის მიხედვით.