აშშ-ში სიდიდით მეორე სამაუწყებლო კომპანიამ Dish Network-მა თავის მომხმარებელს ახალი ტელე-კონსოლი წარუდგინა. ეს მოწყობილობა ტელევიზორის ყურების დროს რეკლამას ტოვებს.
ახალ კონსოლს Auto Hop (ავტო-ნახტომი) ეწოდება. ხელსაწყო ხვდება, როდის იწყება რეკლამა და იწყებს მოქმედებას: აშავებს ეკრანს ან მხოლოდ რეკლამის პირველ კადრზე აჩერებს. ამის შემდეგ მაუწყებლობა ჩვეულებრივ გრძელდება.
დღემდე მსგავსი კონსოლები მხოლოდ რეკლამის გადახვევის საშუალებას იძლეოდნენ, რაც მომხმარებლისთვის დამატებით უხერხულობას ქმნიდა.
”ავტონახტომმა” ტელევიზიებისა და სარეკლამო სააგენტოების კრიტიკა გამოიწვია, რადგან ის შესამნევად ამცირებს რეკლამის მაყურებელთა აუდიტორიას.
მსგავსი პრინციპი ცოტა ხნის წინ შეიმუშავა კომპანია Microsoft-მა - თუ მომხმარებელს სურს, რომ რეკლამებმა თავი არ მოაბეზროს, მაშინ კომპანიას ფული უნდა გადაუხადოს.
მომზადებულია The Wall Street Journal-ის მიხედვით.