ვიზიტების გადადება გასაკვირი არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში, საქართველოში ჰილარი კლინტონის ვიზიტი არ გადადებულა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განუცხადა.
ელჩის განმარტებით, ჰილარი კლინტონი ელოდება, რომ მისი ვიზიტი საქართველოში შედგება.
"როგორც კი მექნება დაზუსტებული ინფორმაცია ვიზიტის შესახებ, შეგატყობინებთ. ვიზიტების გადადება გასაკვირი არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში ამ ვიზიტის გადადება არ მომხდარა. სახელმწიფო მდივანს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია მსოფლიო მასშტაბით. ქალბატონი კლინტონი ელოდება, რომ მისი ვიზიტი საქართველოში შედგება. იგი ეცნობა იმ პროგრესსაც, რომელიც არის ქვეყანაში მისი უკანასკნელი სტუმრობის შემდეგ. ასევე, ეცნობა იმ გამოწვევებსაც, რომლის წინაშეც დგას საქართველო", - აღნიშნა ჯონ ბასმა.