თბილისის 161-ე სკოლის მე-12 კლასელებმა, ბოლო ზარი ყველაზე ორიგინალურად აღნიშნეს: მოსწავლეებმა სახანძრო მანქანა გამოიძახეს და წყლის ჭავლით ერთმანეთი გაწუწეს. მოსწავლეების თქმით, მათ სურდათ, ეს ღირსშესანიშნავი დღე დაუვიწყარი გამხდარიყო. მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება შენობის წინ შეკრებილმა უმცროსკლასელებმა მიულოცეს.
დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოსაშვები კლასის მოსწავლეები სასწავლებლის დასრულებას აღნიშნავენ. ტრადიციულად, მე-12 კლასელები სკოლებში ნახატებიანი პერანგებითა და წინსაფრებით გამოცხადდნენ, რომლებზეც ისინი ერთმანეთს სამახსოვრო წარწერებს უწერენ.