საიტები, რომლებსაც უნდა ერიდოთ

საიტები, რომლებსაც უნდა ერიდოთ

იმისათვის, რომ თქვენი კომპიუტერი ვირუსებისგან დაიცვათ, პორნო-რესურსზე მეტად, რელიგიური და იდეოლოგიური თემატიკის საიტებს უნდა ერიდოთ. ამის შესახებ კომპანია Symantec-ის ბოლო მოხსენება იუწყება. 

პორნო-საიტები კომპანიის შედგენილი სახიფათო საიტების ტოპ-ხუთეულშიც კი ვერ მოხვდნენ.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 2011 წლის განმავლობაში რელიგიური და იდეოლოგიური საიტებიდან პერსონალურ კომპიუტერებზე drive-by-ს თავდასხმა (drive-by - მავნე კოდი, რომელიც საიტზე თავსდება) სამჯერ გაიზარდა.

ყველაზე სახიფათო საიტების რეიტინგში პირველი ადგილი ბლოგებმა დაიკავეს. Symantec-ის მონაცემებით, პერსონალური კომპიუტერების 19% სწორედ მათი მეშვეობით ზიანდება. მეორე ადგილზე პირადი საიტებია (15%). მესამე ადგილი ბიზნეს და ეკონომიკური თემატიკის საიტებმა დაიკავეს (10%). მეოთხე ადგილზე ინტერნეტ მაღაზიები და შემეცნებითი ხასიათის ვებ-გვერდები გავიდნენ. პორნოგრაფიულმა საიტებმა ყველაზე სახიფათო ვებ-გვერდთა რეიტინგში მხოლოდ მე-10 ადგილი დაიკავეს.

მომზადებულია vesti.ru-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)