რომან დუმბაძეს საქართველოში 24 მაისს გადმოასვენებენ

რომან დუმბაძეს საქართველოში 24 მაისს გადმოასვენებენ

მოსკოვში მოკლულ რომან დუმბაძეს საქართველოში ხვალ გადმოასვენებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბათუმში დუმბაძის ოჯახის ახლობლებმა განუცხადეს.

როგორც დუმბაძის ბიძამ, ონისე სურმანიძემ აღნიშნა, ცხედარს ხვალ მოსკოვიდან თბილისში გადმოასვენებენ, შემდეგ კი - ბათუმში.

"ტელევიით გავიგეთ, რომ რომან დუმბაძე მოკლეს. გადავრეკე მოსკოვში, ვესაუბრე შვილს, რომელიც ძალიან ტიროდა და განიცდიდა. დეტალები არ ვიცით, ვთვლით, რომ რომანს ცუდი არავისთვის გაუკეთებია და ტყვიის ღირსი არ იყო. ღმერთმა განსაჯოს. ინფორმაციები, რასაც ტელევიზიები გადმოსცემენ, ურთიერთგამომრიცხავია. ეჭვი არავისზე გვაქვს", - აღნიშნა ონისე სურმანიძემ.

ბათუმში, 6 მაისის პარკთან მდებარე რომან დუმბაძის ბინაში ამ დროისთვის მშობლები, ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან.

რომან დუმბაძე მოსკოვში 21 მაისს მოკლეს. ქართველი გენერალი საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს.

რუსულმა სააგენტომ "ინტერფაქსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეში გამოძიება "აჭარულ კვალს" ამოწმებს.

"არ არის გამორიცხული, გენერლის მკვლელობას საფუძვლად ედოს სხვადასხვა ეთნიკური კრიმინალური დაჯგუფების ბიზნესინტერესები, რომლებსაც ე.წ. კანონიერი ქურდები, მეტსახელად "ტარო" და "დედ ჰასანი" აკონტროლებენ", -წერს რუსული მედია.

გამოძიება ასევე არ გამორიცხავს ვერსიას, რომ რომან დუმბაძეზე შური საქართველოს ხელისუფლებას ეძია, "რომელიც 2008 წელს იძულებული გახდა დუმბაძე ციხიდან გაეთავისუფლებინა".

რომან დუმბაძე სამშობლოს ღალატის ბრალდებით 2004 წელს დააკავეს და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2008 წელს კი, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, დუმბაძე ფოთის პორტში დატყვევებულ 12 ქართველ სამხედროზე გაიცვალა. ამის შემდეგ მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და არსებული ინფორმაციით, მოსკოვში ბიზნესი წამოიწყო.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"