"ქომაგი 2"-ს ოლიმპიური ჩემპიონი გელა კეტაშვილი დააფუძნებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქველმოქმედო ფონდ "ქომაგის" საზოგადოებასთან ურთიერობის სამსახურში განუცხადეს, გელა კეტაშვილმა "ქომაგი 2"-ის დაფუძნების სურვილი თავად გამოთქვა.
"ქომაგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლების თქმით, "ქომაგი 2" დაახლოებით ორ კვირაში, რეგისტრაციაში გატარების პროცედურების დასრულების შემდეგ ოფიციალურად დაფუძნდება.
"ქომაგის" დამფუძნებლის, ია მეტრეველის განცხადებით კი, უახლოეს მომავალში "ქომაგი 2" და "ქომაგი 3" შეიქმნება.
კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ ფონდ "ქომაგის" ანგარიშები დააყადაღა.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი 17 მაისს, ფონდის ანგარიშზე უცხოეთიდან "საქართველოს კონსერვატიული პარტიის" საგარეო ურთიერთობათა მდივნის, ბიძინა გიორგობიანის მიერ 90. 000 ევროს ოდენობის ტრანზაქციის განხორციელება გახდა.
ფონდი "ქომაგი" 15 მაისს დაფუძნდა. ფონდს პოლიტიკური მოტივით დევნილებისა და რეპრესირებულებისთვის იურიდიული და ფინანსური - 1500-დან 5000-ლარამდე დახმარება უნდა გაეწია