სამების ტაძარში ბიძინა ივანიშვილისა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრას იქ შეკრებილი საზოგადოება ტაშით შეხვდა

სამების ტაძარში ბიძინა ივანიშვილისა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრას იქ შეკრებილი საზოგადოება ტაშით შეხვდა

სამების საკათედრო ტაძარში "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერ ნინო ბურჯანაძესა და "სახალხო კრების" წარმომადგენლებთან მივიდა და მათ ხელი ჩამოართვა, რასაც ტაძარში შეკრებილი საზოგადოება ტაშით შეხვდა.

ამასთან, სამების საკათედრო ტაძარში 2011 წლის 26 მაისის მოვლენებისას დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი უკვე დასრულდა და ამ დროისთვის სამების ტაძარი ხალხით სავსეა.

სამების ტაძარში, "დემოკრატიული საქართველო-ერთიანი საქართველოსა" და "სახალხო კრების" წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერებიც იმყოფებიან. მათ შორის - "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე და "თავისუფალი საქართველოს" ხელმძღვანელი კახა კუკავა. ივანიშვილი სამების ტაძარში ოჯახთან ერთად მივიდა.

იხილეთ ვიდეო: ივანიშვილისა და ბურჯანაძის ხელის ჩამორთმევას სამებაში შეკრებილი მრევლი ტაშით შეხვდა

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა