თბილისში, ქართული პროდუქციის სამრეწველო აღლუმის ფარგლებში, 9 აპრილის მოედანზე ყვავილების ფესტივალი მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფესტივალის ორგანიზატორმა ტატუკა ჩარკვიანმა განუცხადა, ფესტივალი ერთდღიანია და იგი ტრადიციულად ყოველ წელს იმართება.
"წელს შევიცვალეთ ადგილი და ყველაზე მასშტაბურ ფესტივალს ვატარებთ. ფესტივალზე 100-ზე მეტი მონაწილე და 250-ზე მეტი სახეობის მცენარეა წარმოდგენილი", - აღნიშნა ჩარკვიანმა.
მისივე განცხადებით, ყვავილების ფესტივალმა ხალხში საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა და მასში მონაწილეობა საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მიიღო.