22 წელი მთაწმინდის საბაგიროს ტრაგედიიდან

22 წელი მთაწმინდის საბაგიროს ტრაგედიიდან

საბაგირომ, რომელიც ერთ-ერთ უსაფრთხო ტრანსპორტად მიიჩნევა, 22 წლის წინ 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 1990 წლის 1-ელ ივნისს მთაწმინდის საბაგირო გზაზე, მგზავრების გადაყვანისას ზემოთ ამავალი ვაგონის საწევი ბაგირი გაწყდა, არ იმოქმედეს დამჭერებმა. ერთი ვაგონი ქვედა სადგურის კედელს დაეჯახა, ხოლო მეორე - საყრდენის ბუნიკს.

უამრავი დაჭრილი და დაღუპული - დაზარალებულები სახურავებზე, ეზოებში და მთაწმინდის ტყეში ვარდებოდნენ, მათ დახმარებას კი სასწრაფო დახმარების მანქანების მოსვლამდე ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობდა.

სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად საწევი ბაგირის გაწყვეტა და დამჭერი მოწყობილობის პრობლემა დაასახელა.

საბაგირო გზების სპეციალისტი, ინჟინერი იური ნადირაძე საბაგირო გზის ექსპლუატაციაში დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს - გამწევი ბაგირის გაწყვეტის შემდეგ, რატომ არ გაჩერდნენ ვაგონები, რატომ არ იმოქმედა დამჭერმა მოწყობილობამ მზიდ ბაგირზე და რატომ არ ამუშავდა საავარიო მუხრუჭი. 

22 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის შესახებ დღესაც ბევრს საუბრობენ.  დღემდე გაურკვეველია, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 19 ადამიანის დაღუპვის გამო. ამ ფაქტს მხოლოდ რამდენიმე ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, პირველი ივნისის ტრაგედია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავარია იყო საბაგირო გზების ისტორიაში.

იხილეთ ვიდეო: 22 წელი მთაწმინდის საბაგიროს ტრაგედიიდან

ნინო ჭანია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"