მაია ფანჯიკიძე - "ქართული ოცნებისა" და ჰილარი კლინტონის შეხვედრის ფორმატი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი

მაია ფანჯიკიძე - "ქართული ოცნებისა" და ჰილარი კლინტონის შეხვედრის ფორმატი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი

"ქართული ოცნებისა" და აშშ-ის სახელმწიფი მდივნის, ჰილარი კლინტონის შეხვედრის ფორმატი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ამერიკის საელჩოს გაუგზავნა წერილი, სადაც ბიძინა ივანიშვილთან კლინტონის პირისპირ შეხვედრაზე იყო საუბარი.

"ფორმატისა და შემადგენლობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის ცნობილი და დღის ბოლოს გაკეთდება დამატებითი განცხადება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ჰილარი კლინტონის ჩამოსვლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში დღეს ჩამოდის.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა