ლექსიკონი "google-ის სურათებით"

ლექსიკონი "google-ის სურათებით"

გრაფიკოსმა დიზაინერებმა, ფელიქს ჰეისმა და ბენ უესტმა უნიკალური ილუსტრირებული ლექსიკონი - "google-ის სურათები" შექმნეს. ამ უცნაურ ლექსიკონში ის ფოტოებია შესული, რომელსაც Google-ის საძიებო სისტემა, ანბანის თითოეულ ასოზე პირველ რიგში აგდებს.

სერვისი Google Images  მილიონობით ადამიანის გასართობად იქცა. ინტერნეტ მომხმარებლები  უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმით, რომ საძიებო სისტემაში არსებული ფოტოები არ შეესაბამება ძიებაში ჩაწერილ სიტყვას.

ამის გათვალისწინებით, ორიგინალურ ლექსიკონში  ისეთი ფოტოები შევიდა, რომლებიც არანაირ კავშირში არ არიან ანბანის ასოსთან.

"ეს ნამდვილად გაუფილტრავი ინფორმაციაა ადამიანების შესახებ. ჩვენ არაფერი ჩაგვისწორებია. ნახევარი წიგნი ამაზრზენი, სამედიცინო, რასისტული და პორნოფოტოებითაა სავსე, მაგრამ ვიმეორებ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ პირდაპირ ამოვიღეთ საძიებო სისტემიდან პირველივე ფოტოები", - განაცხადა ბენმა.

მომზადებულია neatorama.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)