აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ინტენსიური სროლები გრძელდება

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ინტენსიური სროლები გრძელდება

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ინტენსიური სროლები გრძელდება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დღეს დილით სომხურმა ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი ყველა მიმართულებით გაუხსნეს.

აზერბაიჯანული არმია საცეცხლე წერტილების ჩახშობას ცდილობს. სროლებს საზღვარზე სომხური მედიაც ადასტურებს. მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე დივერსიებს ახორციელებს.

ამასთან, სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ერევანი მზად არის, ნებისმიერ პროვოკაციას პასუხი გასცეს. საპასუხოდ, აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია და საერთაშორისო კანონმდებლობით აქვს უფლებაც, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?