მიხეილ ხუბუტია პუტინის კონსულტანტი გახდა

მიხეილ ხუბუტია პუტინის კონსულტანტი გახდა

ქართველთა კავშირის თავმჯდომარე რუსეთში, მიხეილ ხუბუტია ვლადიმერ პუტინის საკონსულტაციო საბჭოს წევრი გახდა. საბჭო პირადად რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მისი ხელმძღვანელობაც ქვეყნის პირველმა პირმა თავად იკისრა. საერთაშორისო ურთიერთობათა საკონსულტაციო საბჭოს მთავარი მიზანი რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ერებს შორის თანხმობისა და კონსოლიდაციის მიღწევაა. საბჭომ რუსეთში მოქმედ სათვისტომოებს შორის სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფილად განხორციელებას უნდა შეუწყოს ხელი.

საბჭოს სულ 50 წევრი ჰყავს.

მიხეილ ხუბუტია ქართველთა კავშირს რუსეთში 2007 წლიდან ხელმძღვანელობს. არის მმართველი პარტიის "ედინაია როსიას" წევრი. პრეზიდენტ პუტინისგან არაერთი ჯილდო მიუღია. ხუბუტია 2014 წლისთვის დაგეგმილ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ხელშემწყობ საზოგადოებრივ საბჭოშიც შედის.

ხუბუტია რუსეთში უძრავი ქონების ბიზნესს ეწევა და ამ დროისთვის მოსკოვის ცენტრალურ ნაწილში 13 000 კვადრატულ მეტრს ფლობს.

მომზადებულია georgians.ru-ს მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა