ბიძინა ივანიშვილი - ამერიკელებისთვის ბოდიშის მოხდა მოგვიწევს, თუ როგორ ვექცევით მათ მოქალაქეებს და ინვესტიციებს

ბიძინა ივანიშვილი - ამერიკელებისთვის ბოდიშის მოხდა მოგვიწევს, თუ როგორ ვექცევით მათ მოქალაქეებს და ინვესტიციებს

ცუდია ადამიანის დაკავება და შეურაცხყოფა, ამერიკელებისთვის ბოდიშის მოხდა მოგვიწევს, თუ როგორ ვექცევით მათ მოქალაქეებს და ინვესტიციებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ხულოს რაიონის სოფელს სხლათის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომლის დროსაც თბილისის აეროპორტში "გლობალ ტვ"-ს ამერიკელი მეწილის ალექსანდრე რონჟესის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტის დროს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უხეშად უპასუხა "როიტერის" შეკითხვას და განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს.

ივანიშვილის თქმით, უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას კომენტარებში ჩანდა - ხელისუფლება ამერიკელებს უხეშად მიუთითებენ, რომ თავიანთ საქმეს თვითონვე გაარკვევენ.

"ეს არის აგონია და შოკში არიან, როცა ამერიკელი მოქალაქეების დაკავება დაიწყეს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ. რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ამავდროულად ეს არის კარგი, რადგან აჩვენეს საკუთარი სახე, რომ არიან მოძალადეები და არავის არ უწევენ ანგარიშს.

ბოდიში გაგვიხდება მოსახდელი ამერიკელებისთვის, ძალიან უხერხულია ის, რაც მოხდა, ძალიან განვიცდი. რაც ჩვენი მონაპოვარია და ძალიან კარგია, არის ის, რომ ყველაზე დიდი და ძლიერ სახელმწიფოს აქვს ჩვენთან მეგობრული დამოკიდებულება და ამ ურთიერთობას გაფრთხილება უნდა. ვერ მოასწრებენ ამ ურთიერთობის გაფუჭებას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა