"რეიტინგის" მკითხველს კარგად ემახსოვრება "კომედი შოუს" მსახიობის, ვახო ბიჭიკაშვილისა და მისი ფეხმძიმე მეუღლის სოფო რევიას ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ინტერვიუ, სადაც 8 თვის სოფო თავის უპრეტენზიო ფეხმძიმობაზე ჰყვებოდა. ის კი არა, 8 თვის ფეხმძიმე ელიავაზე კედლის საღებავის შესარჩევადაც კი დადიოდა.
მოკლედ, დადგა ნანატრი დღე და წყვილს ბიჭი შეეძინა. ბავშვს ანდრია დაარქვეს. გადავწყვიტე, ვახოსთვის პირადად მიგველოცა მამობა და დარეკვა ვცადეთ. ეტყობა, მამობის სიხარულით გამოწვეულმა ემოციებმა ისე დაახვია მსახიობს თავბრუ, რომ მობილური ტელეფონი სახლში დარჩა. ახლა სოფოსთან დაკავშირება ვცადე.
- სოფო, გილოცავთ ბიჭის დაბადებას, თავს როგორ გრძნობ?
- დიდი მადლობა. ჯერ ისევ საავადმყოფოში ვიმყოფები, ცოტა სუსტად ვარ. გამოვეწერებით და ემოციებზე მერე ვილაპარაკოთ.
პატარა ანდრიას ეს ფოტოსურათი "ფეისბუქზე" ვახოს კედელზე, თავად მსახიობმა გამოაქვეყნა წარწერით, "ის უკვე კონკრეტულია".
ისღა დაგვრჩენია, ამ კონკრეტული ბიჭის დაბადება კიდევ ერთხელ მივულოცოთ ახალბედა მშობლებს და ყველაფერი საუკეთესო ვუსურვოთ.
DJ ბუკლე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)